ბესო უზნაძე - Inside Out
ბესო უზნაძის არტისტული გზა პორტრეტული ფოტოგრაფიით იწყება. ამ ფოტოებით ავტორი ადამიანებს გვაცნობს და თვალსაჩინოს ხდის იმას, რაც ზედაპირზე არ ჩანს - შინაგან კავშირს არტისტსა და მის მოდელებს შორის, რომელიც შექმნის პროცესში იბადება.
2016 წელს ბესო უზნაძემ მისთვის სრულიად ახალ მედიუმს მიმართა. უზნაძის ბოლო ნამუშევრები, რომლებიც გალერეაშია გამოფენილი, დიდი ზომის ნახატებია. ტილოზე გადატანილია არტისტის წარსული გამოცდილება - სპონტანური, სწრაფი და მსუბუქი აბსტრაქციები. ისევე, როგორც მისი ფოტოგრაფია, ბესო უზნაძის აბსტრაქტული ტილოები ხილულს ხდის უჩინარ კავშირს ნამუშევრებსა და მათ შემქმელს შორის. ერთი სიტყვით: ფოტოგრაფიასა თუ მხატვრობაში, არტისტი ყველაფრისგან თავისუფლდება და საკუთარ შემოქმედებაში იკარგება.
ბესო უზნაძე (1968 წელი, თბილისი, საქართველო) ცხოვრობს და მოღვაწეობს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში.
ფოტოები: ანგუს ლედლი ბრაუნი