არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე

2014

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე არის პლათფორმა, რომელიც ფოკისურებულია არტისტებთან და სხვადასხვა სახელოვნებო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, გაცვლით პროექტებზე. ცენტრის მიზანია მხარი დაუჭიროს ინოვაციურ იდეებს, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით პროექტებს საქართველოში და საზღვარგარეთ. 

ორგანიზაცია 2014 წელს დაარსდა ბათუმში ახალგაზრდა ხელოვანებისა და კურატორების მიერ. დღემდე 50-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი განხორციელდა სივრცეში, მათ შორის გამოფენები, სემინარები, ფესტივალები, დისკუსები, ფილმის ჩვენებები და სხვა. 

ორგანიზაცია პერიოდულად აცხადებს კონკურსს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენის მოწყობაზე, ასევე აქვს რეგულარული პროგრამა შაბათ-კვირას ბავშვებისთვის, კინოჩვენებები და დისკუსიები. 

თანამედროვე ხელოვნების სივრცე არის ყოველწლიური ფესტივალის "ოდესა/ბათუმი ფოტო დღეები" ბათუმში მიმდინარე ნაწილის ორგანიზატორი. 

2017 წლიდან ცენტრი მხარს უჭერს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას და სივრცეს უთმობს სხვადასხვა ვორქშოფებს ამ მიმართულებით. 

casbatumi.ge